აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის 2014-2015 წლების შედეგების შეფასება

 
5 აგვისტოს  საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციაში თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც საზოგადოებას აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის 2014-2015 წლების შედეგების ანგარიში წარუდგინა.

მედიასთან გამართულ შეხვედრაზე ასოციაციის ხელმძღვანელმა დეტალურად ისაუბრა აღნიშნული პროექტის ფარგლებში სადაზღვევო შემთხვევებსა და დამდგარ ზარალებზე. ასევე, მთელი საქართველოს მასშტაბით დაზღვეული ნაკვეთების რაოდენობასა და მოზიდული პრემიის ოდენობაზე. 

ასოციაციაში გამართულ პრესკონფერენციას ესწრებოდნენ  საქართველოს აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელები, მათ შორის სს „სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი შენგელია.

ოფიციალური მონაცემების თანახმად 2014-2015 წლებში აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 20 574 სადაზღვევო შემთხვევა დადგა. დაზღვეული 40 013  ნაკვეთიდან მოზიდულმა პრემიამ 16 031 039  ლარი შეადგინა, ხოლო  ანაზღაურებული ზარალის ჯამურმა ოდენობამ 14 178 445 ლარს მიაღწია.

სს „სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფმა“ აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (2014-2015 წლებში) 557 ბენეფიციარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ჯამში ერთ მილიონ ლარამდე ზარალი აანაზღაურა. კომპენსაცია რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: ქვემო ქართლი - 125 346 ლარი, შიდა ქართლი - 180 109.31 ლარი, სამცხე-ჯავახეთი - 66 245.76 ლარი, კახეთი - 396 321.69 ლარი,  გურია - 405 ლარი ,  სამეგრელო - 202 863.79 ლარი.

05.08.16


 

დაგვიკავშირდით

აირჩიეთ პროდუქტი:
სახელი, გვარი:
თქვენი ელ.ფოსტა:
საკონტაქტო ტელეფონი:
ორგანიზაცია:
თქვენი კომენტარი:
დამცავი კოდი: Code
 
დაგვიკავშირდით
Copyright © 2009 - 2017 IC Group. All Rights Reserved. Developed by Neomedia